Sunday, October 28, 2012

გამოკითხვის გზით მოსახლეობის ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენა.




პროექტის    სახელწოდება:   გამოკითხვის  გზით  მოსახლეობის ბირთვული  იარაღის  მიმართ  დამოკიდებულებების  გამოვლენა.
პროექტის  მთავარი   იდეა:   ინფორმაციის  მოპოვება  ბირთვული  ენერგიის  შესახებ  როგორც  მშვიდობიანი   ასევე  სამხედრო  მიზნებისათვის.
პროექტის  მიზნები:  გამოკითხვის  გზით  ინფორმაციის   შეგროვება.
მონაწილეთა  ასაკი:  15 – 16 წლის  მოსწავლეები(მე -11კლასი)
ვადები/ხანგრძლივობა:  20  დღე
მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლე  მოიპოვებს  ინფორმაციას  ბირთვული  ენერგიის  გამოყენების  შესახებ  როგორც  მშვიდობიანი,  ასევე  სამხედრო  მიზნებისათვის. აანალიზებს  შესაძლო საფრთხეებს.
პროექტისათვის  საჭირო   ძირითადი    რესურსები:  რესპოდენტების   შერჩევა.
თემისთვის  საჭირო  კითხვარების  შედგენა.
პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები).
აქტივობა -1    კლასი დაიყოფა ოთხ  ჯგუფად. პირველი ჯგუფი გამოჰკითხავს მხოლოდ 60 წელს  გადაცილებულ  ადამიანებს.მე -ორე ჯგუფი   გამოჰკითხავს  მხოლოდ მასწავლებლებს  ან ექიმებს.  მესამე ჯგუფი  გამოჰკითხავს  მხოლოდ  მოსწავლეებს.მეოთხე ჯგუფი  გამოჰკითხავს  მხოლოდ ჯარში  ან  რეზერვისტებად  ნამყოფ  ადამიანებს.
აქტივობა -2  თემისთვის  საჭირო  კითხვარები   შეიძლება  ასე  ჩამოყალიბდეს:
1 .არის  თუ  არა  თქვენთვის  ცნობილი     ბირთვული  იარაღის  არსებობა?
2.თქვენი  აზრით,  რამდენი სახელმწიფო  ფლობს ბირთვულ იარაღს?
3.ამჟამად რომელი სახელმწიფო ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ ეწინააღმდეგება  მას?
4.როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ბირთვული  იარაღის  წარმოება?
5.აუცილებელია  თუ არა ბირთვული  იარაღის გამოცდა?
6.იცით თუ არა , როდის მოხდა  პირველად ბირთვული  იარაღის  გამოცდა. ვინ გამოსცადა  და სად?
7.ამართლებთ იმ  ქვეყნებს,  რომლებმაც  გამოსცადეს ბირთვული იარაღი?
8.იცით თუ არა ,რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვული იარაღის  გამოყენებას?
9.როგორ ფიქრობთ,ბირთვული იარაღი არის თუ არა თავდაცვის  გარანტია?
10.გაქვთ თუ არა სურვილი საქართველოს  ჰქონდეს  ბირთვული იარაღი?
როდესაც  დაასრულებენ  გამოკითხვას , თითოეული  ჯგუფი აჯამებს გამოკითხვის  შედეგებს   და  წარმოადგენენ  დიაგრამის სახით.
ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:   მოსწავლეს  შეუძლია  ბირთვის  აღნაგობის  აღწერა და მსჯელობს ბირთვული  ურთიერთქმედების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი:ე.ხორბალაძე
ელ.ფოსტა:evgenia.khorbaladze@gmail.com
ვებ- გვერდი/ბლოგი:http://exorbaladze.blogspot.com






No comments:

Post a Comment